676
 
საჩივრის შემოტანის თარიღი: 29 ნოემბერი, 2018
საჩივრის შემომტანი: სადამკვირვებლო ორგანიზაცია, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"
საჩივრის კატეგორია: დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ
საჩივარი: რამდენიმე უბანს ჩანაწერთა წიგნი არ აქვს დალუქული სათანადო წესით, კერძოდ დალუქულ (დაწებებულ) კონვერტზე არ არის უფლებამოსილი პირების ხელმოწერები. 32-ე უბნის ჩანაწერთა წიგნი არ არის დალუქული
ორიგინალები:
 
 
განხილვის ადგილი: №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია
განხილვის თარიღი და დრო: 30 ნოემბერი, 2018 17:30
 
 
შედეგი: ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილება: კომისიამ შეისწავლა საკითხი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან ადმინისტრაციული წარმოების მასალების მიხედვით, №04, №10, №12, №19, №21, №26, №28, №34, №50, №58, №69, №81, №97 და №103 საარჩევნო უბნების კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნები №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტაციის მიმღებ პირებთან ჩაბარების დროს შემოვიდა დალუქული სახით და გასაჩივრებული (ზემოთჩამოთვლილი) უბნებიდან მხოლოდ №32 საარჩევნო უბნის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნია დაულუქავი.
ორიგინალები: